ალუმინის სამონტაჟო ჯგუფის უფროსი
თარიღები: 28 იან - 20 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
სამშენებლო, უძრავი ქონება:  მშენებლობა(ზოგადი)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@archtrade.ge
კომპანია „არქთრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას ალუმინის სამონტაჟო ჯგუფის უფროსის პოზიციაზე. 
 
ფუნქცია-მოვალეობები 
  • მონტაჟის პროცესის დაგეგმვა/ კოორდინირება/მონიტორინგი; 
  • სამუშაოების წარმოების მეთოდოლოგიის მომზადება; 
  • მასალების მიწოდება და ხელსაწყოების გამზადება; 
  • ნახაზებისა და კვანძების შესწავლა; 
  • ხელოსნებისთვის შესაბამისი ნახაზების და ინფორმაციის მიწოდება; 
  • სამონტაჟო ჯგუფების ჩასატარებელ სამუშაოთა გრაფიკის შედგენა; 
  • დამხმარე ტექნიკის ორგანიზება საჭიროებისამებრ; 
  • კოორდინაცია შესყიდვებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტებთან; 
  • შესრულებული სამუშაოების გადამოწმება საშემსრულებლო ნახაზებთან მიმართებაში; 
  • ყოველთვიური სახელფასო უწყისების წარმოება 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • სასურველია უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან შესაბამისი მიმართულებით; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება; 
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, MS Projec, Archicad, Autocad და ა.შ.); 
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა. 
 
პიროვნული უნარ-ჩვევები: 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა 
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი 
  • გუნდური მუშაობის უნარი 
 
 
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@archtrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის  20 თებერვლამდე.