კომპანია „არქთრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას ალუმინის სამონტაჟო ჯგუფის უფროსის პოზიციაზე. ფუნქცია-მოვალეობები - მონტაჟის პროცესის დაგეგმვა/ კოორდინირება/მონიტორინგი;
- სამუშაოების წარმოების მეთოდოლოგიის მომზადება;
- მასალების მიწოდება და ხელსაწყოების გამზადება;
- ნახაზებისა და კვანძების შესწავლა;
- ხელოსნებისთვის შესაბამისი ნახაზების და ინფორმაციის მიწოდება;
- სამონტაჟო ჯგუფების ჩასატარებელ სამუშაოთა გრაფიკის შედგენა;
- დამხმარე ტექნიკის ორგანიზება საჭიროებისამებრ;
- კოორდინაცია შესყიდვებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტებთან;
- შესრულებული სამუშაოების გადამოწმება საშემსრულებლო ნახაზებთან მიმართებაში;
- ყოველთვიური სახელფასო უწყისების წარმოება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - სასურველია უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან შესაბამისი მიმართულებით;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, MS Projec, Archicad, Autocad და ა.შ.);
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
პიროვნული უნარ-ჩვევები: - დროის ეფექტურად მართვის უნარი
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@archtrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 20 თებერვლამდე.