ომეგა 3 აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: წარმოების ტექნოლოგი თევზის გადამუშავების მიმართულებით- თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოში:
ფუნქცია მოვალეობები:
- თევზის პროდუქციის მიღება, პირველადი დამუშავება, შ ფერმენტული, თბური დამუშავება და გაყინვა;
- თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამუშავების სრული ტექნოლოგიური ციკლისა და საწარმოო პროცესების დაგეგმვა, მართვა და კონტროლი სურსათის უვნებლობის სფეროში მოქმედი სტანდარტებისა და პრინციპების შესაბამისად ;
- როგორც შემოსულ მასალებსა და ნედლეულზე, ისე შუალედური და საწარმოში დამზადებული მზა პროდუქციის ხარისხის და ვარგისიანობის მუდმივი ლაბორატორიული კონტროლი მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, დაწყებული ლაბორატორიული კვლევის საჭიროების განსაზღვრიდან დასრულებული- დოკუმენტაციის/ოქმების გაფორმებით გამოცდის შედეგების მიხედვით.
- წარმოების პროცესისათვის საჭირო სასურსათო ნედლეულისა და რეცეპტებისთვის აუცილებელი პროდუქციის რაოდენობის განსაზღვრა და მარაგების კონტროლი;
- რეალიზაციის მიზნით პროდუქტის დაფასოება, შეფუთვა და ეტიკეტირება, ხოლო უკვე მზა პროდუქციის იერსახის და ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი;
- ახალი ტექნოლოგიებისა სისტემატიური დანერგვა, პროდუქტის კალკულაციების, ტექნოლოგიური ბარათების, თუ სხვა მაჩვენებლების წარმოება და წარმოების მენეჯერთან ერთად სადეგუსტაციო საბჭოს მოწვევა.
- ახლად წარმოებული პროდუქციის კალორაჟის, ენერგეტიკული ღირებულებების და ვარგისიანობის ვადის განსაზღვრა და დოკუმენტირება;
- ასორტიმენტის მართვა, მის მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა და პროდუქციისგან ახალი კატეგორიებისა და რეცეპტურების შემუშავება შეფ-მზარეულებთან ერთად და შედგენილი რეცეპტების ოპერატორისთვის მიწოდება და პროგრამაში ასახვა;
- პროდუქციის შემადგენლობის შექმნისას სახელმწიფო სტანდარტების გათვალისწინება, მათი ცვლილებების მუდმივი მონიტორინგი და მოთხოვნების შესაბამისი პრინციპების წარმოებაში დანერგვა;
- მზარეულების მიერ დამზადებული ნახევარფაბრიკატებისა და კერძების გაკონტროლება, დასაშვებ ნორმებთან და საჭიროების შემთხვევაში მათი ჩამოწერა.
- მზა პროდუქციის გამოშვების ნორმების, ნორმატიული დოკუმენტაციის შემუშვება, პროდუქციის წარმოების ნორმებიდან გადახრის ანალიზი;
- საწარმოს გუნდის ტრენინგი და გადამზადება საჭიროების შემთხვევაში მენეჯმენტთან და მარკეტინგთან მჭირდო თანამშრომლობა უკუკავშირის და ახალი პროდუქტების შექმნის ნაწილში.
- თანამდებობრივად მის დაქვემდებარებაში მყოფი პირების ( დამხმარე ტენოლოგების) უშუალო კონტროლი და ხელმძღვანელობა;
- ხელმძღვანელობის მითითებით, სხვა სამუშაოების შესრულება - კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სასურველია;
უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დასახული ამოცანების დროულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო ადგილი: ქ. გორი
ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო გრაფიკი: სტადარტული, შესაძლოა მუშაობა ცვლებშიც.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება “ტექნოლოგი “.
გაცნობებთ, რომ ჩვენ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შესაძლოა დამუშავდეს სხვა ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ.