მზარეული

გორი სრული განაკვეთი ომეგა 3
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მზარეული
შპს „ ომეგა 3“ აცხადებს მზარეულის ვაკანსიას  თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოში
 
ფუნქცია მოვალეობები : 
  • სტანდარტების შესაბამისად, საწარმოში არსებული თევზის პროდუქციის მეშვეობით სხვადასხვა სახის მზა პროდუქციის, მათ შორის ნახევარფაბრიკატებისა და მიზანპლასის  დამზადება როგორც საწარმოს თანამშრომლებისათვის , ისე მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით;
  • რეალიზაციას დაქვემდებარებული პროდუქციის შესაბამის დახლზე განთავსება;        
  • საკვები პროდუქტების გამოყენება არსებული კერძის ტექნოლოგიური ბარათის შესაბამისად;
  • კერძის მომზადებისას დადგენილი კალკულაციების დაცვა მინიმალური დანაკარგებით; 
  • სამზარეულოს ჰიგიენური და სანიტარული ნორმების მკაცრი დაცვა; 
  • მიღებული შეკვეთების ვადებში შესრულება; 
  • მენეჯმენტთან და მარკეტინგთან მჭირდო თანამშრომლობა უკუკავშირის და ახალი პროდუქტების შექმნის ნაწილში;
  • ხელმძღვანელობის მითითებით, სხვა სამუშაოების შესრულება - კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სასურველია;

უნარ-ჩვევები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დასახული ამოცანების დროულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილი: ქ. გორი
ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო გრაფიკი: სტადარტული, შესაძლოა მუშაობა ცვლებშიც. 

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე   v.osishvili22@gmail.com    
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება "მზარეული"

გაცნობებთ, რომ ჩვენ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ შესაძლოა დამუშავდეს სხვა ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 5  წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ, მოგვმართოთ.