”ბბ ლიზინგი” აცხადებს ვაკანსიას “ბუღალტრის” პოზიციაზე.
მოვალეობები:
- კომპანიის ოპერაციების აღრიცხვა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში;
- შემოსავლებისა და ხარჯების საანგარიშო პერიოდების მიხედვით განაწილება;
- ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების ბუღალტრული აღრიცხვა;
- კომპანიების ფუნცქციონირებასთან დაკავშირებული ოპერაციების (სხვადასხვა ანაზღაურებების, საექსპლუატაციო, სამეურნეო, საკანცელარიო და სხვა ხარჯების) ბუღალტრული აღრიცხვა;
- მომწოდებლებთან და სხვა კონტრაგენტებთან ანგარიშსწორება, ოპერაციებთან დაკავშირებული საბუთების სისწორის შემოწმება და შენახვა;
- კომპანიის თანამშრომელთა ანაზღაურებასთან და სხვადასხვა მომსახურების გაცემებთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება და ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხვა;
- განყოფილების სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება, დახარისხება, დაარქივება და შენახვა;
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადება;
- გადასახადების აღრიცხვა და მისი რეგულირება კანონით დადგენილი მოთხოვნების მიხედვით;
- შიდა კონტროლის სისტემის მუშაობის პროცესში მონაწილეობა;
- საგადასახადო კანონმდებლობისა და მეთოდოლოგიური სიახლების რეგულარული გაცნობა;
- ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; (სასურველია საფინანსო სფეროში)
- აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
- Microsoft Office - ის პროგრამების ცოდნა.
უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 11 თებერვლის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge , სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!