ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი ბბ დაზღვევა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)

”ბბ ლიზინგი” აცხადებს ვაკანსიას “ბუღალტრის” პოზიციაზე.


მოვალეობები:

  • კომპანიის ოპერაციების აღრიცხვა ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში;
  • შემოსავლებისა და ხარჯების საანგარიშო პერიოდების მიხედვით განაწილება;
  • ძირითადი საშუალებებისა და არამატერიალური აქტივების ბუღალტრული აღრიცხვა;
  • კომპანიების ფუნცქციონირებასთან დაკავშირებული ოპერაციების (სხვადასხვა ანაზღაურებების, საექსპლუატაციო, სამეურნეო, საკანცელარიო და სხვა ხარჯების) ბუღალტრული აღრიცხვა;
  • მომწოდებლებთან და სხვა კონტრაგენტებთან ანგარიშსწორება, ოპერაციებთან დაკავშირებული საბუთების სისწორის შემოწმება და შენახვა;
  • კომპანიის თანამშრომელთა ანაზღაურებასთან და სხვადასხვა მომსახურების გაცემებთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება და ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხვა;
  • განყოფილების სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება, დახარისხება, დაარქივება და შენახვა;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადება;
  • გადასახადების აღრიცხვა და მისი რეგულირება კანონით დადგენილი მოთხოვნების მიხედვით;
  • შიდა კონტროლის სისტემის მუშაობის პროცესში მონაწილეობა;
  • საგადასახადო კანონმდებლობისა და მეთოდოლოგიური სიახლების რეგულარული გაცნობა;
  • ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება.


მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; (სასურველია საფინანსო სფეროში)
  • აუცილებელია საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • Microsoft Office - ის პროგრამების ცოდნა.


უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება.


დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 11 თებერვლის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge , სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!