საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
აუცილებელია საბანკო ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.
სამუშაო ადგილი: თბილისი, პეკინის გამზირი 3
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00. შაბათი 10:00-14:00
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება;
- საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) წარმოება, დაარქივება, შენახვა და კონტროლი;
- საბანკო ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვა და გადარიცხვების განხორციელება;
- ფინანსური ანგარიშგებების მოსამზადებლად სავალდებულო რეპორტების მომზადება;
- საგადახდო დავალებების აღრიცხვა - კოორდინაცია;
- გარე ფინანსურ აუდიტორებთან ურთიერთობა;
- საგადასახადო აუდიტორებთან ურთიერთობა;
- ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგების სიზუსტეზე პასუხისმგებლობა;
- სასაქონლო მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
- დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების მომზადება და მონიტორინგი, ნაშთების კონტროლი;
- სახელფასო, საბონუსე და სხვა უწყისების, ასევე მივლინების ხარჯების, გადარიცხვების წარმოება და კონტროლი;
- დადგენილ ვადებში საბუღალტრო ანგარიშების შედგენა;
- ეროვნულ ბანკში სგს-ს კვარტალური ფინანსური ანგარიშგების წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია საბანკო ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
- საბუღალტრო პროგრამა Oris 7-ის ძალიან კარგი ცოდნა;
- IFRS-ის მიხედვით ფინანსური და ბუღალტრული ანგარიშგების სტანდარტების ცოდნა;
- საგადასახადო და ფინანსური აუდიტის გავლის გამოცდილება;
- სასურველია ქსელურ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამა Excel-ის ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კარგი წერილობითი კომუნიკაციისა და ანგარიშგების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კოორდინირების უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა
ანაზღაურება შეთანხმებით, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე.
მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებულნი გასაუბრებაზე.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@goacredit.ge. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.