სუპერმარკეტების ქსელი ფრესკო აცხადებს ვაკანსიას ფრესკოს იურისტის თანაშემწის პოზიციაზე
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 / დასვენების დღე : შაბათ- კვირა
ფუნქცია-მოვალეობები:
- ხელშეკრულებების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის მოძიება და მომზადება;
- წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ და კერძო უწყებებში, განცხადებების შეტანა და კომუნიკაციის დამყარება ადმინისტრაციულ ორგანოებში, საკითხების გარკვევა და ა.შ.
- კომპანიის საქმიანობის იურიდიული მხარდაჭერა და უზრუნველყოფა;
- კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
- შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების შედეგნა და კონსულტაციების გაწევა.
- სააღსრულებო პროცესებში ჩართვა, აღმასრულებელთან კომიუნიკაცია და საკითხის ზედამხედველობა;
- კომპანიის ინტერესების დაცვა კერძო და სახელმწიფო სტრუქტურაში, ასევე მესამე პირებთან ურთიერთობაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, მაგისტრის ხარისხი;
- ხელშეკრულებების მომზადების გამოცდილება.
- რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.
უნარ-ჩვევები:
- დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
- დროის მართვის უნარი და შედეგებზე ორიენტირებულობა;
- საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება.
- სტრესულ პირობებში მუშაობის გამოცდილება და სტრესის გამკლავების უნარი
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე
hr@fresco.ge და სათაურის ველში - “Subject” მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება., ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: +995 591 918076
გისურვებთ წარმატებებს!