პროგრამის დასახელება - ლიდერატორი - პორტფელური რისკების ანალიტიკა და რეპორტინგი
ვაკანსიის ტექსტი: სს “საქართველოს ბანკი" აცხადებს კონკურსს სტუდენტურ პროგრამაზე „ლიდერატორი“, პორტფელური რისკების ანალიტიკისა და რეპორტინგის მიმართულებით.
სტუდენტური პროგრამა განკუთვნილია მოტივირებული III / IV კურსის სტუდენტებისა და ახალი კურსდამთავრებულებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ საკრედიტო პორტფელის მართვა, ბიზნეს პორტფელის სტატისტიკური ანალიზი, რისკების მონიტორინგი, ანალიზი და პროცედურების განვითარება, მათ შორის რეპორტინგის წარმოება, მონაცემთა ანალიზი და სტრეს ტესტების ჩატარება პორტფელის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. მონაცემებზე დაყრდნობით ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებების ფორმირების პროცესი - რეპორტების შექნა, ავტომატიზაცია, მონიტორინგი, ანალიტიკა, ტენდენციებისა და განვითარების არეალის იდენტიფიცირება.