ლოჯისტიკის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ასპ-გრუპი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოჯისტიკის მენეჯერი
ასპ-გრუპი აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით.

ასპ-გრუპის საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც–დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 23 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში. კომპანიის ვებ-გვერდი: https://aspgroup.ge/ კომპანიის Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/aspgroupge

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი ლილო;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 09:30 – 17:00 საათები;
ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციის მიხედვით).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სატრანსპორტო კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება და კომპანიის ინტერესების გათვალისწინებით, ოპტიმალური წინადადების შერჩევა;
  • სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა და მართვა;
  • შეკვეთასთან დაკავშირებული სატრანპორტო დოკუმენტაციის მოწესრიგება;
  • გადაზიდვების ვადების მონიტორინგი;
  • საჭიროებისამებრ, ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ ანგარიშის მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია, სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო ბაზარზე ლოჯისტიკურ კომპანიაში;
  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელია);
  • MS Office-ის კარგი ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პრიორიტეტების განსაზღვრისა და სამუშაოს დელეგირების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@aspgroup.ge 2025 წლის 15 თებერვლამდე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გამოხმაურება მოხდება მხოლოდ საკვალიფიკაციო მითხოვნების შესაბამის კანდიდატებთან.
პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებებს!