ტექნიკური სერვისის ინჟინერი / მექანიკური მიმართულება

თბილისი სრული განაკვეთი არქი
მივლინება: არა
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება
კომპანია ‘’არქი’’, წამყვანი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-ამდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. 

არქიში ვეძებთ ტექნიკური სერვისის ინჟინერს - მექანიკური მიმართულებით და გთავაზობთ გუნდურ, კომფორტულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს.

ძირითადი ფუნქციები:
  • გათბობა, კონდიცირება, ვენტილაციის აგრეგატების მონიტორინგი და დაფიქსირებული პრობლემების აღმოფხვრა;
  • წყალმომარაგების და სახანძრო სატუმბი სადგურის, სადრენაჟე ტუმბოების  და შესაბამისი მილგაყვანილობის მონიტორინგი და დაფიქსირებული პრობლემების აღმოფხვრა;
  • მექანიკური დანადგარებისა და შესაბამისი გაყვანილობის შეცვლა/შეკეთება, სპეციალური ინსტრუმენტების გამოყენებით;
  • შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
  • სისტემატიური ვიზიტები ობიექტებზე და ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • ტექნიკური სერვისის ან/და მექანიკური სისტემების მონტაჟის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • MS Office-ის ცოდნა.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025   წლის 25 თებერვლის  ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. 

გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე