სუფთა სამყარო აცხადებს ვაკანსიას : მომსახურების მენეჯერი დასავლეთ საქართველოს რეგიონში
ადგილმდებარეობა: ქუთაისი
პროფესიონალური დასუფთავების კომპანია „სუფთა სამყარო“ 19 წელია დასუფთავების მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს.
როდესაც შემოუერთდებით „სუფთა სამყარო“-ს, მაშინვე გახდებით მეგობრული ადამიანების გუნდის ნაწილი, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ შექმნან მომხმარებელთათვის საუკეთესო გამოცდილება.
„სუფთა სამყარო“-ში დასაქმებით:
- მიიღებთ დიდ თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას;
- შეისწავლით პროფესიონალური დასუფთავების თანამედროვე ხერხებს და მეთოდებს;
- გაეცნობით უახლეს ტექნოლოგიებს დასუფთავების სფეროში;
- გახდებით პროფესიონალთა დიდი გუნდის წევრი და ყოველთვის გექნებათ მასზე მიკუთვნებულობის განცდა, რაც მოგცემთ უდიდეს მოტივაციას და გვერდში დგომის იმედს;
ძირითადი მოვალეობები
- აკონტროლოს სისუფთავის ხარისხი მისდამი დაქვემდებარებულ ობიექტებზე, წინასწარ გაწერილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით;
- მიიღოს ინფორმაცია დასუფთავებასთან დაკავშირებით კლიენტის პრობლემების შესახებ და დროულად უზრუნველყოს ამგვარი პრობლემების გადაჭრა;
- აკონტროლოს და შეაფასოს თანამშრომლები და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი;
- უზრუნველყოს მომსახურების მიწოდება შეთანხმებული ხარისხის სტანდარტების შესაბამისად, განსაზღვრული ვადებისა და ხარჯების ფარგლებში;
- ორგანიზება გაუწიოს ობიექტების მომარაგებას საჭირო დასუფთავების მოწყობილობებითა და მასალით;
- უზრუნველყოს კლიენტთან ხელშეკრულების და სხვა შესაბამისი დოკუმენტების (მიღება-ჩაბარების აქტები, ინვოისები და ა.შ) გაფორმება;
- დაიცვას კომპანიის წესები და პროცედურები, მათ შორის გააცნოს უსაფრთხოების წესები თანამშრომლებს.
მოთხოვნები და უნარები
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, დასუფთავების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ავტომობილის მართვის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook);
- პრობლემების გადაჭრის უნარი
- სამუშაოს დათქმულ ვადებში შესრულების უნარი
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
- გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მენეჯერს უწევს გადაადგილება დღეში რამდენიმე ლოკაციაზე. მენეჯერის თანამდებობა არ გულისხმობს საქმის ოფისიდან მართვას.
- მომსახურების მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება დასავლეთ საქართველოს, მათა შორის აჭარის რეგიონში მდებარე ობიექტებზე და ამიტომ, პერიოდულად მოუწევს სხვადასხვა რეგიონში ჩასვლა, ობიექტების მონიტორინგის მიზნით.
- საკუთარი ავტომობილით მუშაობის შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს საწვავის და მანქანის ცვეთის ხარჯების ანაზღაურებას.
სამუშაო პირობები:
ანაზღაურება: 2700 ლარი
სამუშაო გრაფიკი: დღეში 8 სამუშაო საათი, თვეში 22 დღე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმეები შემდეგ ელ-ფოსტაზე: cleanworld.hr@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები „სუფთა სამყარო“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.