სს „ოპპა“ , რომელიც ოპერირებს Paybox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8500 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000 -მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.
Paybox აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციის უმცროსი სპეციალისტის (დროებითი თანამშრომელი) პოზიციაზე
პოზიციის მიზანია, ადმინისტრაციული საქმიანობის წარმართვა, არქივის მოწესრიგება.
რას გააკეთებ:
- ოფისის ვიზუალურ მხარეზე ზრუნვა;
- ინვენტარის გამართულობაზე ზრუნვა;
- ინფრასტრუქტურის გამათულ მუშაობაზე ზრუნვა;
- ახალი ინფრასტრუქტურისთვის ადგილის მიჩენა, სპეციფიკაზე მორგება;
- ინვენტარის გამოყოფა ახალ თანაშრომლებზე;
- თანამშრომლის წასვლისას ინვენტარის ჩამოწერა და შესაბამისი რგოლების ინფორმირება;
- მარაგების კონტროლი და შევსება ( ყავა, შაქარი, კოვზი, ჭიქა, საკანცელარიო, დასუფთავების მარაგები);
- კომპანიის დოკუმენტ ბრუნვის წარმოება;
- დოკუმენტაციის ვიზირების პროცესში მონაწილეობის მიღება საჭიროების შემთხვევაში;
- დოკუმანტაციის დაარქივება;
- საარქივო სამუშაოების წარმათვა, არქივის მოწესრიგება, წესრიგის შენარჩუნება, საბუთების მოძიება.
- კორესპოდენციის აღრიცხვა, მიღება, გაგზავნა;
- დღის ბოლოს ოფისის შემოვლა, გამათბობელების, კონდენციონერების და სამზარეულოს ინვენტარის გათიშვა.
პიროვნული უნარები:
- ორგანიზებულობა;
- პასუხისმგებლიანობა;
- დეტალების მიმართ ორიენტირებულობა;
- კეთილგანწყობა.
თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@paybox.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც. სს “ოპპას” შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დიკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: +995 322 303 308.