შპს "მენტალ ფარმა" აცხადებს ვაკანსიას თბილისში - წყნეთი, ნუშის ბაღების ქ.5-ფარმაცევტის თანამდებობაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლების მომსახურება აფთიაქში;
- ფარმაცევტული კონსულტირება;
- რეცეპტის ფარმაცევტული ექსპერტიზა;
- მედიკამენტების, სახარჯი მასალებისა და სხვა ფარმაცევტული პროდუქციის მიღება;
- აფთიაქში არსებული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების აღწერა, აღრიცხვა;
- აფთიაქში არსებული მედიკამენტებისა და სახარჯი მასალების გაცემის კონტროლი;
- აფთიაქში არსებულ პროდუქციაზე ნაშთის კონტროლი;
- აფთიაქის გეგმური ინვენტარიზაციის უზრუნველყოფა;
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ფარმაცევტული განათლება, ბაკალავრის ხარისხის, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი
- სააფთიაქო დაწესებულების სფეროში მუშაობის, მინიმუმ 2 წლიანი, გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- სისწრაფე, ოპერატიულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
წარმოსადგენი დოკუმენტები:
- რეზიუმე;
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ (ებ)ის ასლები;
- სერტიფიკატ (ებ)ი;
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ, სტაბილურ და თანამშრომლებზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
- პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე info@mentalpharma.ge