სააქციო საზოგადოება „თელასი“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მომსახურების და რემონტის დაგეგმვისა და აღრიცხვის განყოფილების საწარმოო-ტექნიკური სამსახურის 1 კატეგორიის ინჟინერის თანამდებობაზე
თანამდებობრივი მოთხოვნები
- უმაღლესი ტექნიკური განათლება;
- პროფილით მუშაობის არანაკლებ 1- 3 წლიანი გამოცდილება;
- რუსული-საშუალოდ;
- პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა:- MS Office;
- დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.
თანამდებობრივი მოვალეობები
- ახალი აბონენტების ან/და 0,4კვ ქსელში მომხდარი იმ გათიშვების შესახებ, რომელთაც განაპირობეს ქსელში ცვლილება, ინფორმაციის მიღება და დამუშავება;
- ბილინგის სისტემიდან, გაუქმებული აბონენტების შესახებ ინფორმაციის მიღება მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, კომპანიის ტელდოკ სისტემაში შესაბამისი დავალებების ფორმირება, ვადების განსაზღვრა და ადრესატებზე დაგზავნა;
- ტელდოკ-ში გაცემულ დავალებაზე შემსრულებლის მიერ მინიჭებული სტატუსების და 0,4კვ ქსელის აღწერის ბაზაში შესაბამისი შედეგების შემოწმება;
- გაცემული დავალებების შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება;
- 0,4კვ ქსელში ცვლილებების კოორდინაციის/მონიტორინგის პროცესებისა და პროცედურების ოპტიმიზაციაში მონაწილეობა;
- 0,4კვ ქსელში ცვლილებების პროცესისთვის პროგრამული უზრუნველყოფის ოპტიმიზაციის საკითხებში მონაწილეობა და მის შექმნა/განვითარებისთვის საჭირო მოთხოვნების მომზადება;
- 0,4კვ ქსელსი ცვლილებების პროცესისთვის საჭირო სისტემური ანგარიშების შექმნა/დახვეწისთვის მოთხოვნების მომზადება;
- კომპანიაში არსებული სხვა მონაცემთა ბაზების, 0,4კვ ქსელის აღწერის ბაზასთან მონაცემთა მიმოცვლის პროცესებში მონაწილეობა;
- ქსელში დინამიური ცვლილებებისთვის საჭირო ეტიკეტების ბეჭდვა;
- დაბეჭდილი ეტიკეტების გამოყენების მონიტორინგი;
- სახარჯი საბეჭდი მასალების (ეტიკეტები, საბეჭდი ლენტი, ქაღალდი და ა.შ.) ხარჯვის ანალიზი და მათი შესყიდვისთვის მოთხოვნის მომზადება;
- საპ ტორო სისტემაში მუშაობა ტექნიკური მომსახურების და რემონტის დაგეგმვისა და აღრიცხვის განყოფილებაზე განპირობებული დავალებების ფარგლებში.
ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge 2025 წლის 07 თებერვლის ჩათვლით აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.