ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველობის პირველი კატეგორიის ინჟინერი

თბილისი სრული განაკვეთი თელასი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული მართვის მოწმობა: B
ენერგეტიკა: ენერგეტიკა (ზოგადი)
სააქციო საზოგადოება „თელასი“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველობის  პირველი კატეგორიის ინჟინერის თანამდებობაზე

თანამდებობრივი მოთხოვნები
  • უმაღლესი ტექნიკური  განათლება;
  • მართვის მოწმობა-კატეგორია: B
  • სავალდებულოა  ყავდეს ავტომობილი;
  • პროფილით მუშაობის არანაკლებ 1- 3 წლიანი გამოცდილება;
  • რუსული-საშუალოდ;
  • პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა:- MS Office;
  • დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

თანამდებობრივი მოვალეობები
  • საზოგადოების შესაბამისი ქვედანაყოფების, ფიზიკური პირების და კონტრაქტორი ფირმების მიერ შესრულებული კაპიტალური ელეტროსამონტაჟო, სამშენებლო-სამონტაჟო, საასფალტე და მიმდინარე ხასიათის სარემონტო-სამშენებლო (რომელთა სახარჯთაღრიცხვო ღირებულება აღემატება 2000 ლარს დღგ-ს გარეშე) სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა სამუშაო ადგილზე;         
  • საზოგადოების შესაბამისი ქვედანაყოფების, ფიზიკური პირების და კონტრაქტორი ფირმების მიერ საზოგადოების კუთვნილ ელექტროქსელის დანადგარებზე, საჰაერო და საკაბელო ხაზებზე, კაპიტალური ხასითის სარემონტო-სამშენებლო და საასფალტე შესრულებულ სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება;
  • კონტრაქტორების მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და სრულყოფილი შესრულების კონტროლი, შესაბამისი პროექტის ან ტექნიკური დავალების ფარგლებში;
  • სტანდარტული და არასტანდარტული მასალების მონტაჟისა და დემონტაჟის პროცესის კონტროლი;
  • სამუშაოთა ფიზიკური მოცულობის დამოწმება, სამუშაოებზე წარმოდგენილი საბოლოო აქტზე  ხელმოწერით;
  • უშუალო ხელმძღვანელის და/ან ტექნიკური ზედამხედველობის წამყვანი ინჟინრის დროული გაფრთხილება სამუშაოების შესრულების დროს ტექნოლოგიური პროცესების დარღვევისას;
  • ესწრება ყველა ფარულ სამუშაოებს და ხელს აწერს ფარული სამუშაოების აქტს.

ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია   ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge 2025  წლის 07 თებერვლის  ჩათვლით  აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.