მშენებლობის ზედამხედველი

თბილისი სრული განაკვეთი ბაუმ კონსთრაქშენ
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
სამშენებლო, უძრავი ქონება: უბნის ზედამხედველი/პრარაბი
სამშენებლო კომპანია "Baum Construction" აცხადებს ვაკანსიას მშენებლობის ზედამხედველის/ფორმენის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გ. ჭანტურიას ქ. 10/12

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
  • სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მუდმივი მონიტორინგი;
  • მასზე დავალებული მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
  • გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემების გადაჭრა;
  • სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (მშენებელ-ინჟინრის სფეროსთან დაკავშირებით სასურველია);
  • ქართული ენის ცოდნა სავალდებულოა, რუსული და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
  • სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის გამოცდილება.
  • პუნქტუალურობა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტური მენეჯმენტი, დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
  • წინასწარ განსაზღვრულ და შეთანხმებულ ვადებში მუშაობა;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Leila.agajanova@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე : +995 599559198.
გისურვებთ წარმატებას!