სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას „მოლარის“ პოზიციაზე ბათუმში
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ფულის მოძრაობის კონტროლი, ფულის მიღება, გაცემა და პროგრამულად ასახვა;
- ყალბი ბანკნოტების აღმოჩენა და ხელმძღვანელის ინფორმირება აღნიშნულთან დაკავშირებით;
- კომპეტენციის ფარგლებში, ყოველდღიური სალარო ოპერაციების და დოკუმენტების წარმოება და დადგენილი წესით შენახვა;
- ფულის უსაფრთხოდ შენახვა;
- ყოველდღიურად წარმოებული დოკუმენტაციის და ნავაჭრი ამონაგების (რომელიც რაოდენობრივ თანხვედრაშია პროგრამულ ჩანაწერებთან) ჩაბარება ნაღდი ფულის სახით, მთავარ მოლარესთან;
- მთავარი მოლარის ინფორმირება ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხება სალაროს გამართულად მუშაობას და ფულის მოძრაობას;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ დავალებული სამუშაოს შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მოლარის პოზიციაზე;
- Word, Excel-ის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელურობა;
- თავაზიანობა;
- პასუხსიმგებლობის გრძნობა;
- დისციპლინირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
სამუშაო გრაფიკი - 5- დღე 6სთ, 1-დღე სრული
განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2025 წლის 27 თებერვალი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე vacancy@nova.ge სათაურის ველში მიუთითეთ „მოლარე ბათუმში“.
დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს.