გრაფიკული დიზაინერი
თარიღები: 28 იან - 25 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ხელოვნება/მედია:  გრაფიკული დიზაინი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: info@wilbour.com

Wilbour Holding-ში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, გრაფიკულ დიზაინერს


ჰოლდინგი მოიცავს რამდენიმე კომპანიას სხვადასხვა მიმართულებით; მათ შორის ფრანგული სათვალეების ბრენდი izipizi, დანიური სათვალეების ბრენდი messyweekend, ახალი კონცეპტ მაღაზია giggles concept, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო და სხვ.


გუნდის ახალ წევრს, ექნება შესაძლებლობა იმუშაოს მრავალფეროვან მასალაზე, ახალგაზრდა შემოქმედებით გუნდთან ერთად.


პოზიცია: გრაფიკული დიზაინერი

განათლება და გამოცდილება:

ვეძებთ შემოქმედებით ადამიანს, რომელიც სხვა ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება აქვს. მას მოუწევს მუშაობა როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდში, რათა შექმნას მაღალი ხარისხის ვიზუალური კონტენტი.


პასუხისმგებლობები:

  • დიზაინის კონცეფციების შექმნა და განხორციელება სხვადასხვა პლატფორმებისთვის (ვებ, სოციალური მედია, ბეჭდვა და სხვა)
  • ბრენდის ვიზუალური სტილის დაცვა და გამართვა
  • კრეატიული იდეების გენერირება და მათ ადაპტირება კომპანიის საჭიროებებზე
  • თანამშრომლობა მარკეტინგისა და კომუნიკაციის გუნდთან
  • პროექტების დროული დასრულება და შემოქმედებითი პროცესის მართვა

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება გრაფიკული დიზაინის ან კავშირში მყოფი სფეროებში
  • 1-2  წლიანი გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
  • საჭირო პროგრამების სიღრმისეული ცოდნა
  • მაღალი შრომის ეთიკა და გუნდური მუშაობის უნარი

 

ჩვენ გთავაზობთ:

  • საჭიროების შემთხვევაში მოქნილ სამუშაო პირობებს
  • კრეატიული და დინამიური სამუშაო გარემოს
  • ბევრ საინტერესო პროექტებს
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას და ბენეფიტებს


თუ მიიჩნევთ, რომ ეს პოზიცია თქვენს პროფესიულ ინტერესებს ეხმიანება, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო info@wilbour.com