ფარმაცევტული კომპანია “არტფარმა“ აცხადებს ვაკანსიებს საქართველოში, მარკეტინგულ განყოფილებაში, შემდეგ პოზიციებზე:
მარკეტინგის დირექტორი - 1 საშტატო ერთეული
მარკეტინგისა და ბრენდის მენეჯერი - 1 საშტატო ერთეული
„არტფარმა“ დაარსდა 2014 წელს. საქართველოში წარმოადგენს ისეთ წამყვან საერთაშორისო ფარმა-ცევტულ კომპანიებს, როგორებიც არიან WALMARK, STADA Group და GILBERT. არაერთი ჯილდოს მფლობელი კომპანია აწარმოებს საკვები დანამატებისა და კოსმეტიკური საშუალებების იმპორტს ევროპიდან და ხელს უწყობს მათ დანერგვას საქართველოში. არტფარმას პორტფოლიოში წარმოდგენილია ევროპაში აპრობირებული და ყველაზე მოხმარებადი ისეთი ბრენდები როგორებიცაა: ვიტაფეროლი, ვიტრუმი, ნეუტრადერმი და სხვა.
„არტფარმას“ მიზანი მოიცავს ჯანმრთელობაზე ზრუნვის თანამედროვე მოდელის შექმნას; დამკვიდ-რებას საქართველოს ფარმაცევტულ სფეროში ინოვაციებისა და ახალი ბრენდების განვითარების კუთხით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კონკურენტებისა და სამომხმარებლო ბაზრის ტენდენციების იდენტიფიცირება;
- ბრენდ სტრატეგიისა, მარკეტინგული გეგმების და ბიუჯეტირების შემუშავება;
- მარკეტინგული აქტივობების იმპლემენტაცია, ბაზარზე პროდუქციის ცნობადობისა და მასზე მოთხოვნის ზრდის უზრუნველყოფა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების გამოყენებით;
- ღონისძიებათა და ივენთების განხორციელება;
- პროდუქტის რეკლამირება და სხვადასხვა პროექტების განხორცილება;
- გაყიდვების სტიმულირების მიზნით მარკეტინგული ინსტრუმენტების შემუშავება; გაყიდვების პერსონალის კოორდინირება და სამუშაო გეგმის განხორციელების მიზნით გუნდის მოტივირება ;
- ვებ საიტისა, სოც ქსელების და ციფრული არხების მართვა და პოპულარიზაცია; მჭიდრო კომუნიკაცია კორპორატიულ კლიენტებთან; სამედიცინო სფეროსა და მედიას წარმომადგენლებთან;
- რეგულარული ანალიზი და რეპორტინგი ზემდგომ პირებთან მიმდინარე საქმიანობის, მიღწეული პროგრესის, პრობლემური საკითხების, ცვლილებებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ;
- უცხოელ პარტნიორებთან კომუნიკაცია.
- გუნდის წევრების მართვა, მოტივირება და შეფასება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
- სასურველია მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სამედიცინო სფეროში , მარკეტინგის განყოფილებაში;
- მუშაობა ფარმაცევტულ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად.
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მაღალ დონეზე სავალდებულოა;
- ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა სავალდებულოა;
პიროვნული თვისებები და უნარები:
- საქმისადმი პასუხისმგებლიანი; პუნქტუალური და აზარტული;
- დაგეგმვის, ანალიზის, განხორციელების და შეფასების უნარი;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებული; დროის რესურსის ეფექტური მართვა;
- ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი;
- კრეატიული აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი;
- ორატორული უნარი; პრეზენტაციების გამართვისა და საჯარო გამოსვლების ტექნიკის ცოდნა და გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
- მაღალ და მზარდ ანაზღაურებას;
- ბონუსურ სისტემას;
- სოციალურ პაკეტს - კორპორატიული ტელეფონი, ჯანმრთელობის დაზღვევა, სატრანსპორტო ხარჯები; საცურაო აუზის ულიმიტო აბონიმენტს (ფიტნესი და აუზი) და სხვა;
- სტაბილურ და მუშა გარემოს;
- პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლვოვის #92
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე; 10:00-18:00
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!