კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ბბ დაზღვევა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
“ბბ დაზღვევა” აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში

ძირითადი მოვალეობები:
  • კორპორატიული კლიენტების მოძიება;
  • სადაზღვევო მომსახურების გაცნობის მიზნით სხვადასხვა კომპანიებისთვის პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება;
  • პოტენციური კლიენტებისთვის სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება;
  • გაყიდვების გეგმების შესრულება;
  • კლიენტისთვის საჭირო დოკუმენტაციის დროულად მომზადების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა.

პიროვნული უნარები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 7 თებერვლის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge , სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!