კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
„არქი“-ში ვეძებთ დიასახლისს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
- ოფისის და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება არსებული სტანდარტების შესაბამისად;
- ოფისში სამუშაო ოთახები, სველი წერტილების დალაგება/დასუფთავება;
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია დიასახლისის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ კი გთავაზობთ:
- ულიმიტო სამგზავრო ბარათს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- სამუშაო დღეები: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით;
- სამუშაო დრო: საღამოს 19:00 საათიდან 23:00 საათამდე (დღეში 4 საათი);
- ანაზღაურება: 700 ლარი.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 9 თებერვლის წლის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.