შრომის უსაფრთხოების მენეჯერი

ფოთი სრული განაკვეთი ფოთი ტრანსტერმინალი
მივლინება: არა ხელფასი: 2000 - 2500
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
„ფოთი ტრანსტერმინალი“ მართავს მულტიმოდალურ საკონტეინერო ტერმინალს ქალაქ ფოთში, რომლის ძირითადი საქმიანობაც საკონტეინერო ტვირთების მიღება, დამუშავება და სხვა შესაბამისი პროცედურების წარმოებაა. სტრატეგიული მდებარეობა, უახლესი ტექნოლოგიური აღჭურვილობა და მაღალკვალიფიციური გუნდი საშუალებას გვაძლევს,  დიდი წვლილი შევიტანოთ ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტების გაძლიერებასა და მულტიმოდალური გადაზიდვებისა და ოპერაციების ეფექტურობის ამაღლებაში. 

ვაკანსიის აღწერა: 

„ფოთი ტრანსტერმინალი“ აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების მენეჯერის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: ფოთი
სამუშაო საათები: სტანდარტული, სრული განაკვეთი
სახელფასო სარგო: ხელზე ასაღები 2000 – 2500 ლარი (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)
„ფოთი ტრნსტერმინალი“ თანამშრომლებს სთავაზობს საინტერესო და სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მუდმივი განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას. 

ძირითადი მოვალეობები, რომლებსაც ამ პოზიციაზე დასაქმებულ თანამშრომელი შესარულებს:
  • კომპანიის შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის/სისტემის/ინსტრუქციების შემუშავება და მათი შრომის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მარეგულირებელ ნორმებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი, შესაბამისობისთვის საჭირო ყველა სათანადო ღონისძიების გატარება;
  • კომპანიის სამუშაო სივრცეში უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
  • ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიების დაგეგმვა დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაცვისათვის, არსებული და მოსალოდნელი საფრთხეების  აღმოფხვრისათვისა და უბედური შემთხვევებისა თუ პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებისათვის მიზნით;
  • კომპანიის შრომის უსაფთხოების პოლიტიკის/სისტემისათვის საჭირო დოკუმენტაციის შემუშავება/შედგენა და ორგანიზაციული პროცესების არღნიშნულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მოყვანის კონტროლი;
  • კომპანიის მასშტაბით ობიექტების აუდიტის ორგანიზება და შედეგების დამუშავება/წარდგენა;
  • სამუშაო პროცესების კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასებია და ანალიზის საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
  • კომპანიის შრომის უსაფრთხოების შეფასება კანონმდებლობით დადგენილი პერიოდულობით;
  • რისკების აღმოფხვრის/შემცირების ღონისძიებების შემუშავება;
  • ინციდენტებისა და უბედური შემთხვევების სტატისტიკის წარმოება და კონტროლი;
  • შესაბამისი პროგრამების შემუშავება შრომის უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესების და საწარმოო ტრავმების თავიდან აცილების მიზნით;
  • თანამშრომლებისთვის პერიოდული ტრენინგებისა და სხვა სახის გადასამზადებელი ღონისძიებების ჩატარება;
  • წერილებისა თუ საჩივრების განხილვა შრომის უსაფრთხოების დაცვის კუთხით და ხელმძღვანელობისთვის გამომჟღავნებული ხარვეზების აღმოფხვრის გზების წარდგენა;
  • ხელმძღვანელობისათვის შრომის უსაფრთხოების საკითხებზე პერიოდული/თვის შემაჯამებელი ანგარიშების წარდგენა.

ძირითადი მოთხოვნები, რომლებსაც იდეალური კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს:
  • უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება ტექნიკურ განათლებას)
  • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული მოქმედი სერთიფიკატის ქონა;
  • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება;
  • საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მარეგულირებელ ნორმებისა და სტანდარტების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • უპირატესობა მიენიჭება ტერმინალზე, სასაწყობე-ლოგისტიკურ, სატრანსპორტო-ლოგისტიკურ კომპანიებში ან საწარმოებში მუშაობის გამოცდილებას;
  • საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
  • რუსული ენის სულ მცირე საშუალო დონეზე ცოდნა.

შერჩევის ეტაპები მოიცავს:
  • CV-ების საფუძველზე კანდიდატების მოკლე სიის შედგენას;
  • გაცნობითი ხასიათის შეხვედრას (შესაძლოა ONLINE ან ადგილზე);
  • გასაუბრება მმართველ ორგანოსთან, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს პრაქტიკულ დავალებასაც (ამის შესახებ წინასწარ გეცნობებათ).

როგორ მოგვმართოთ:

თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით, ასევე თუ თვლით, რომ ხართ:
  • მოტივირებული
  • სიახლეებისა და გამოწვევებისადმი ღია
  • დეტალებზე ორიენტირებული
  • შრომისმოყვარე

ამასთანავე გაქვთ:
  • პრიორიტეტების სწორად განაწილების
  • დროის მენეჯმენტის
  • ვადების დაცვის
  • როგორც გუნდურად, ასევე დამოუკიდებად მუშობის უნარები,

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@ptt.ge

მნიშვნელოვანია, რომ განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითო ვაკანტური პოზიციის დასახელება.
განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 24 თებერვალი.

სს „ფოთი ტრანსტერმინალის“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები.

გისურვებთ წარმატებას!