კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
2xP PRIORITY ბიესი
თარიღები: 24 იან - 22 თებ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 1500 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
მართვის მოწმობა: B
გაყიდვები:  კორპორატიული კლიენტები (B2B)
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: HR@bs.ge
შპს "ბიესი“ ლიდერი კომპანია საქართველოში უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების მიწოდების სფეროში აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: ბათუმი, ბაგრატიონის №63
სამუშაო გრაფიკი- 40 საათი, ორშაბათი-პარასკევი 09:00-17:00, შაბათი 09:00-15:00
ანაზღაურება: 1500 + ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:
  • პოტენციური კლიენტების მოძიება და კლიენტთა ბაზის წარმოება;
  • პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • კლიენტებისთვის კომპანიის სერვისების წარდგენა/გაცნობა, მოლაპარაკების წარმოება;
  • კლიენტთა მოთხოვნების შესწავლა და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზების მომზადება;
  • კლიენტებთამ შემდგომი ურთიერთობა, პროქტის მსვლელობის და კლიენტის კმაყოფილების მონიტორინგი;
  • გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესის ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება სამშენებლო მასალების კორპორატიული  გაყიდვების მიმართულებით;
  • სასურველია ინგლისურისა და რუსული ენების ცოდნა სალაპარაკო დონეზე;
  • საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა MS Word, Excel; 
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა.

პიროვნული მახასიათებლები:
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილების სწრაფად მღების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სწრაფი ადაპტაციის უნარი;
  • პუნქტუალური.

ჩვენთან გელოდებათ:
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • ტრენინგები და პროდუქციის შესწავლა;
  • ჯანმრთერლობის დაზღვევა;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - HR@bs.ge და „Subject“-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი“