«Sixt» არის გერმანული ავტომობილების გაქირავების საერთაშორისო კომპანია, რომლიცწარმოდგენილია 100-ზე მეტ ქვეყანაში.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ვებსაიტზე: www.sixt.com
«Sixt» ეძებს მოტივირებულ, ენერგიულ თანამშრომელს გაქირავების აგენტის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ, სიახლეებით სავსე, მუდმივად განვითარებად გარემოში მუშაობას
- პერსონალური და პროფესიონალური განვითარების საშუალებას
- ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსები (საშუალოდ 1500 ლარი)
მოთხოვნები:
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
- სასურველია უმაღლესი განათლება
- B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- პრიორიტეტების განსაზღვრის და დროის მართვის უნარები
- ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარები
- მომსახურეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
ფუნქცია-მოვალეობები :
- ავტომობილის მომზადება გასაქირავებლად
- მომხმარებლებისთვის მაღალი დონის სერვისის გაწევა
- ავტოგაქირავების ხელშეკრულებების შედგენა,გაფორმება
- მომხმარებლებისთვის ავტომობილების გადაცემა და უკან ჩაბარება
- დამატებითი სერვისების გაყიდვა
- მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე david.janberidze@sixt.com.ge და subject-ში მიუთითოთ „ვაკანსია - გაქირავების აგენტი“.