პროექტის მენეჯერი
2xP PRIORITY AWARD
თარიღები: 23 იან - 21 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
ხელფასი: 5000 - 10000
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება:  სამშენებლო პროექტების მართვა
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@award.ge
AWARD ჰოლდინგი აცხადებს პროექტის მენეჯერის ვაკანსიას.
პოზიციის დასახელება: პროექტის მენეჯერი
მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება(კვალიფიკაციის მიხედვით): 5000_10000 ლარი

მოვალეობები:
  • პროექტის შეფასება, მათ შორის მისი ფინანსური ანალიზი და კომპანიის ხელმძღვანელ პირებთან განხილვა;
  • პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ერთიანი სამოქმედო გეგმისა და სამუშაო სიტემის შემუშავება, სამუშაოების ჯეროვნად შესრულებისთვის საჭირო ქმედებების იდენტიფიცირება, პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე მათი დამუშავება და იმპლემენტაცია სამშენებლო ობიექტზე;
  • პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა, ხარჯების კონტროლი და შესაძლო ფინანსური რისკების მინიმუმამდე დაყვანა პროექტის ყველა მნიშვნელოვანი ეტაპისთვის საჭირო რესურსის რაოდენობის დადგენა.
  • ობიექტზე არსებული თითოეული სამშენებლო ერთეულისთვის შესაბამისი სამოქმედო გეგმის განსაზღვრა და შემდეგ მათი საქმიანობის მონიტორინგი, სამუშაოების შესაბამისი ხარისხითა და უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით შესრულების კონტროლი;
  • პროექტის სამუშაო სისტემის გადახედვა და კორექტირება საჭიროების შემთხვევაში;
  • დამკვეთთან და კონტრაქტორებთან ურთიერთობა და საჭირო დეტალების შეთანხმება
  • შესრულებული სამუშაოების პროგრესის შეფასება და რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება საინჟინრო/სამშენებლო მიმართულებით;
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი გამოცდილება;
  • AutoCaD/ArchiCad პროგრამებისა და საოფისე კომპიუტერული პროგრამების მათ შორის MS Project-ის მაღალ დონეზე ფლობა;

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • ორგანიზებულობა და სხვადასხვა საკითხზე კოორდინირებულად მუშაობის უნარი;
  • ლიდერული უნარ-ჩვევები;

დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ აღნიშნულ მისამართზე hr@award.ge . სათაურის ველში აუვილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება ‘’პროექტის მენეჯერი’’.
გისურვებთ წარმატებას!