AWARD ჰოლდინგი აცხადებს პროექტის მენეჯერის ვაკანსიას.პოზიციის დასახელება: პროექტის მენეჯერიმუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისისამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთიანაზღაურება(კვალიფიკაციის მიხედვით): 5000_10000 ლარიმოვალეობები:- პროექტის შეფასება, მათ შორის მისი ფინანსური ანალიზი და კომპანიის ხელმძღვანელ პირებთან განხილვა;
- პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ერთიანი სამოქმედო გეგმისა და სამუშაო სიტემის შემუშავება, სამუშაოების ჯეროვნად შესრულებისთვის საჭირო ქმედებების იდენტიფიცირება, პროექტის სპეციფიკიდან გამომდინარე მათი დამუშავება და იმპლემენტაცია სამშენებლო ობიექტზე;
- პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა, ხარჯების კონტროლი და შესაძლო ფინანსური რისკების მინიმუმამდე დაყვანა პროექტის ყველა მნიშვნელოვანი ეტაპისთვის საჭირო რესურსის რაოდენობის დადგენა.
- ობიექტზე არსებული თითოეული სამშენებლო ერთეულისთვის შესაბამისი სამოქმედო გეგმის განსაზღვრა და შემდეგ მათი საქმიანობის მონიტორინგი, სამუშაოების შესაბამისი ხარისხითა და უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით შესრულების კონტროლი;
- პროექტის სამუშაო სისტემის გადახედვა და კორექტირება საჭიროების შემთხვევაში;
- დამკვეთთან და კონტრაქტორებთან ურთიერთობა და საჭირო დეტალების შეთანხმება
- შესრულებული სამუშაოების პროგრესის შეფასება და რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- უმაღლესი განათლება საინჟინრო/სამშენებლო მიმართულებით;
- აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 4 წლიანი გამოცდილება;
- AutoCaD/ArchiCad პროგრამებისა და საოფისე კომპიუტერული პროგრამების მათ შორის MS Project-ის მაღალ დონეზე ფლობა;
პიროვნული თვისებები:- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- ორგანიზებულობა და სხვადასხვა საკითხზე კოორდინირებულად მუშაობის უნარი;
- ლიდერული უნარ-ჩვევები;
დაინტერესების შემთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ აღნიშნულ მისამართზე hr@award.ge . სათაურის ველში აუვილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება ‘’პროექტის მენეჯერი’’.გისურვებთ წარმატებას!