PHP დეველოპერი

თბილისი სრული განაკვეთი მაგთიკომი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ინფორმაციული ტექნოლოგიები: პროგრამისტი/დეველოპერი
შპს „მაგთიკომი“ აცხადებს ვაკანსიას PHP დეველოპერის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:
  • ახალი ვებ-პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა
  • კომპანიაში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა და ახალი ფუნქციონალის დამატება

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ინფორმაციულ ტექნოლოგიებში ან მონათესავე დარგებში
  • PHP დეველოპერად მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
  • JavaScript-ის და პოპულარული ბიბლიოთეკების ცოდნა და გამოყენების უნარი
  • Oracle/MySQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება
  • API-ებთან მუშაობისა და მესამე მხარის სერვისების ინტეგრაციის გამოცდილება
  • Frontend  და Backend ინტეგრაცია
  • Client/Server არქიტექტურის კარგი ცოდნა
  • Git-თან მუშაობის გამოცდილება

სასურველია:
  • Laravel ან Symfony ფრეიმვორკების ცოდნა
  • Tailwind  ან სხვა CSS ფრეიმვორკების ცოდნა

უნარები: 
  • კარგი კომუნიკაციის უნარი
  • მოსმენის უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • გუნთან მუშაობის უნარი
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა

სამუშაო პირობები:
მუშაობის მოქნილი გრაფიკი
კონკურენტული ანაზღაურება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით

მონაცემები (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე vakansia@magticom.ge
Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - PHP დეველოპერი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.

vakansia@magticom.ge-ზე თქვენი მონაცემების (CV)  გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით,  რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს „მაგთიკომის“  მიერ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. 
გამოგზავნილი მონაცემები (CV)   შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით.
ასევე გაცნობებთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ  ელ-ფოსტის მისამართზე- vakansia@magticom.ge. დამუშავებაზე უარის შემთხვევაში თქვენ მიერ წარმოდგენილი CV ვერ განიხილება.
 
შპს „მაგთიკომი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.