ქოლ-ცენტრის ოპერატორი
თარიღები: 23 იან - 21 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
ადმინისტრაცია:  ქოლ ცენტრის ოპერატორი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@medison.com.ge
ამბულატორიული ქსელი  „მედისონ ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე 

შპს „მედისონ ჰოლდინგი“ 2014 წლიდან ოპერირებს სამედიცინო ბაზარზე და წარმოდგენილია ოთხი ფილიალის სახით. კომპანიის მისიაა მოსახლეობისთვის სრული და ხელმისაწვდომი  ამბულატორიული სერვისების მიწოდება.

სამუშაო ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი, მუხიანი
სამუშაო გრაფიკი - სრული 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კლინიკის ცხელხაზზე შემოსული ზარების მიღება და შესაბამისი მომსახურეობის გაწევა
  • მომხმარებლის კვალიფიციური კონსულტაცია კომპანიაში მიმდინარე სერვისებზე, ექიმებთან ვიზიტებზე და ა.შ.
  • სატელეფონო ზარებით, მიღებული/გაცემული ინფორმაციის დეტალური ასახვა.საჭიროების შემტხვევაშ ზარების გადამისამართება.
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი სამედიცინო განათლება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
  • სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე  შემდეგ მისამართზე hr@medison.com.ge „subject” ველში  მიუთითოთ პოზიციის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილმდებარეობა.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!