აპარტ-სასტუმრო „Green Side“ აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი : გონიო, ანდრია პირველწოდებულის III ჩიხი 16-18
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
მოვალეობები:
- სასტუმროს სივრცის სისუფთავისა და ყველა შემომსვლელი აპარტამენტის სრულ მზადყოფნაში ყოფნის გაკონტროლება;
- თეთრეულის მარაგის სწორად გათვლა, ნაკლებობის შემთხვევაში შესაბამისი ზომების დროულად მიღება;
- მენეჯერის მითითებებისა და დავალებების შესრულება;
- სასტუმრო ოთახების დალაგება-დასუფთავება საჭირო ინვენტარისა და ქიმიკატების ინსტრუქციებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად გამოყენებით;
- თვის ბოლოს აღწერაში მონაწილეობის მიღება;
- სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- საქმიანობის დაგეგმვისა და დროულად შესრულების უნარი;
- მაღალი დატვირთვით მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობის, პრობლემების დროულად აღმოჩენისა და აღმოფხვრის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
- სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც მიმართულია თანამშრომლის განვითარებაზე;
- კვებით უზრუნველყოფას;
- ტრანსპორტირებას.
თუ მიიჩნევთ, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: greengoniomanagement@gmail.com , სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებას.