დიასახლისი

ხელვაჩაური სრული განაკვეთი Green Side Apart Hotel
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: დიასახლისი (ჰაუსკიპინგი)
აპარტ-სასტუმრო „Green Side“ აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის  პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი : გონიო, ანდრია პირველწოდებულის III ჩიხი 16-18

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

მოვალეობები:
  • სასტუმროს სივრცის სისუფთავისა და ყველა შემომსვლელი აპარტამენტის სრულ მზადყოფნაში ყოფნის გაკონტროლება;
  • თეთრეულის მარაგის სწორად გათვლა, ნაკლებობის შემთხვევაში შესაბამისი ზომების დროულად მიღება;
  • მენეჯერის მითითებებისა და დავალებების შესრულება;
  • სასტუმრო ოთახების დალაგება-დასუფთავება საჭირო ინვენტარისა და ქიმიკატების ინსტრუქციებით დადგენილი სტანდარტების შესაბამისად გამოყენებით;
  • თვის ბოლოს აღწერაში მონაწილეობის მიღება;
  • სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • საქმიანობის დაგეგმვისა და დროულად შესრულების უნარი;
  • მაღალი დატვირთვით მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის, პრობლემების დროულად აღმოჩენისა და აღმოფხვრის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
  • სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც მიმართულია თანამშრომლის განვითარებაზე;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • ტრანსპორტირებას.

თუ მიიჩნევთ, რომ აკმაყოფილებთ მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: greengoniomanagement@gmail.com , სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებას.