წარმოების ხელმძღვანელი

ბათუმი სრული განაკვეთი თურსა
მივლინება: არა
წარმოება/ოპერაციები: წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა
სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას წარმოების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

მისამართი: ქ. ბათუმი, აღმაშენებლის N13 ბ

ძირითადი მოვალეობები:
  • რეცეპტების მიხედვით კალკულაციების გაკეთება;
  • პროგრამის დახმარებით ნედლეულის მზა პროდუქციად გარდაქმნა;
  • გარდაქმნილი პროდუქციის ნაშთებისა და მარაგების კონტროლი;
  • აპექსისა და rs.ის შესაბამისობის კონტროლი;
  • ბუღალტერიის მიერ მოთხოვნილი საჭირო ინფორმაციის დროული მიწოდება;
  • პროგრამის დახმარებით სხვადასხვა რეპორტების ამოღება და მათი ანალიზი;
  • შეასრულოს დაკისრებული და ხელმძღვანელის მიერ მითითებული ვალდებულებები;
  • ობიექტის ხარისხის კონტროლი, მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი.

ძირითადი მოთხოვნები:
  • აუცილებელია აპექსის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office-ის და Excel-ის პრაქტიკული ცოდნა;
  • თანამშრომელს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, შრომისმოყვარეობა, შედეგზე ორიენტირებული, დაგეგმვის, კონტროლის და ანალიზის უნარი.
  • წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა).

სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო გრაფიკი
გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ, კომპანია იღებს ვალდებულებას, დააზღვიოს თანამშრომელი.

მოთხოვნები:
  • სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • არსებული სტანდარტების დაცვის უნარი;
  • სასურველია მსგავსი სამუშაო გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@tursa.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ - "წარმოების ხელმძღვანელი"

კომპანიის შესახებ:
შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.