მონიტორინგის თანამშრომელი

ბათუმი სრული განაკვეთი თურსა
მივლინება: არა
უშიშროება/დაცვა: ვიდეოთვალის სისტემები/მონიტორინგი
კომპანია "თურსა" აცხადებს მიღებას შემდეგ პოზიციაზე: მონიტორინგის თანამშრომელი. 
მისამართი: ქ. ბათუმი, აღმაშენებლის N13 ბ 
სამუშაო საათები: სრული სამუშაო გრაფიკი.

ძირითადი მოვალეობები: 
  • სავაჭრო ობიექტის ვიდეომონიტორინგი; 
  • ჩართულ კამერებთან მუშაობა, ჩანაწერების კონტროლი და ანალიზი. 
  • წესრიგის დამრღვევი ან დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება და რეაგირება უფლებამოსილების ფარგლებში, 
  • უშუალო ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება და დროული რეაგირების მოხდენა. 
  • ყოველკვირეული რეპორტების წარმოება და წარდგენა, როგორც დარღვევებთან მიმართებაში ასევე გამოსწორებულ შედეგებზე. 
  • შრომის უსაფრთხოების წესების დაცვის კონტროლი და შემჩნეული ფაქტების იდენტიფიცირება/რეპორტინგი თვეში ერთხელ.
  • დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობების დროულად და ეფექტურად შესრულება, 
  • შეასრულოს დაკისრებული და ხელმძღვანელის მიერ მითითებული ვალდებულებები.

ძირითადი მოთხოვნები: 
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • კომპიუტერთან მუშაობის ძირითადი უნარ-ჩვევები. 
  • გუნდური მუშაობის უნარი. 
  • კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, თვითგანვითარებისაკენ სწრაფვა. 
  • წესრიგის დაცვა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: hr@tursa.ge გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ - "მონიტორინგის თანამშრომელი".

 კომპანიის შესახებ: შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.