სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას შემდეგ პოზიციაზე: ოპერატორი
მისამართი: ქ. ბათუმი, აღმაშენებლის N13 ბ
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველდღიური შესყიდვების ოპერაციების ასახვა საწყობის პროგრამაში (პროგრამა- აპექსი);
- ყოველდღიური ჩამოწერების ოპერაციების ასახვა საწყობის პროგრამაში (პროგრამა- აპექსი);
- ყოველდღიური ტრანსფერების ოპერაციების ასახვა საწყობის პროგრამაში (პროგრამა- აპექსი);
- პროდუქციის ფასების კონტროლი;
- შიდა დეპარტამენტებს შორის განხორციელებული ტრანსფერების პროგრამული ასახვა;
- უზრუნველყოს შეკვეთილი ტვირთის მიღება, გადათვლა, დახარისხება, შტრიხკოდების დაკვრა და მიზნობრივად გადაცემა დასაწყობებისთვის;
- უზრუნველყოს მიღებული პროდუქციის ვიზუალური დათვალიერება და გადამოწმება;
- შეატყობინოს ხელმძღვანელს მიღებულ პროდუქციაში დეფექტური და წუნდებული საქონლის არსებობის შესახებ;
- უზრუნველყოს წუნდებული პროდუქციის დახარისხება, განცალკევებულად დალაგება და აღრიცხვა, სათანადო პირობებით შენახვა;
- მონაწილეობა მიიღოს მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში ადმინისტრაციის მიერ დათქმულ დროს;
- შეასრულოს დაკისრებული და ხელმძღვანელის მიერ მითითებული ვალდებულებები.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ბიზნესი, ეკონომიკის, ფინანსების მიმართულებით ან და აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია აპექსის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
- MS Office-ის და EXCEL-ის პრაქტიკული ცოდნა;
- თანამშრომელს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, შრომისმოყვარეობა, შედეგზე ორიენტირებული, დაგეგმვის, კონტროლის და ანალიზის უნარი;
- წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა).
სამუშაო საათები: დღეში 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი
მოთხოვნები:
- სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
- პუნქტუალურობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- არსებული სტანდარტების დაცვის უნარი;
- სასურველია მსგავსი სამუშაო გამოცდილება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე Hr@tursa.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ - "ოპერატორი"
კომპანიის შესახებ:
შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.