ოპერატორი
1xP PRIORITY თურსა
თარიღები: 23 იან - 21 თებ
მდებარეობა: ბათუმი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
ენები: ინგლისური თურქული
ბუღალტერია/ფინანსები:  ბუღალტერ-ოპერატორი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: Hr@tursa.ge
სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას შემდეგ პოზიციაზე: ოპერატორი

მისამართი: ქ. ბათუმი, აღმაშენებლის N13 ბ

ძირითადი მოვალეობები:
  • ყოველდღიური შესყიდვების ოპერაციების ასახვა საწყობის პროგრამაში (პროგრამა- აპექსი);
  • ყოველდღიური ჩამოწერების ოპერაციების ასახვა საწყობის პროგრამაში (პროგრამა- აპექსი);
  • ყოველდღიური ტრანსფერების ოპერაციების ასახვა საწყობის პროგრამაში (პროგრამა- აპექსი);
  • პროდუქციის ფასების კონტროლი;
  • შიდა დეპარტამენტებს შორის განხორციელებული ტრანსფერების პროგრამული ასახვა;
  • უზრუნველყოს შეკვეთილი ტვირთის მიღება, გადათვლა, დახარისხება, შტრიხკოდების დაკვრა და მიზნობრივად გადაცემა დასაწყობებისთვის;
  • უზრუნველყოს მიღებული პროდუქციის ვიზუალური დათვალიერება და გადამოწმება;
  • შეატყობინოს ხელმძღვანელს მიღებულ პროდუქციაში დეფექტური და წუნდებული საქონლის არსებობის შესახებ;
  • უზრუნველყოს წუნდებული პროდუქციის დახარისხება, განცალკევებულად დალაგება და აღრიცხვა, სათანადო პირობებით შენახვა;
  • მონაწილეობა მიიღოს მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში ადმინისტრაციის მიერ დათქმულ დროს;
  • შეასრულოს დაკისრებული და ხელმძღვანელის მიერ მითითებული ვალდებულებები.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნესი, ეკონომიკის, ფინანსების მიმართულებით ან და აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია აპექსის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office-ის და EXCEL-ის პრაქტიკული ცოდნა;
  • თანამშრომელს უნდა გააჩნდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, შრომისმოყვარეობა, შედეგზე ორიენტირებული, დაგეგმვის, კონტროლის და ანალიზის უნარი;
  • წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა).

სამუშაო საათები: დღეში 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი

მოთხოვნები:
  • სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • არსებული სტანდარტების დაცვის უნარი;
  • სასურველია მსგავსი სამუშაო გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე Hr@tursa.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ - "ოპერატორი"

კომპანიის შესახებ:
შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.