ყასაბის დამხმარე

თბილისი სრული განაკვეთი თურსა
ხელფასი: 1070
ენები: თურქული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ყასაბი

სუპერმარკეტი თურსა აცხადებს მიღებას შემდეგ პოზიციაზე: ყასაბის დამხმარე
მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი #116. 
 
ძირითადი მოვალეობები: 

  • შესაბამისი ხორცის პირველადი დამუშავება; 
  • ხორცპროდუქტების დამუშავება, დაჭრა და დახლზე განსათავსებლად მომზადება; 
  • დახლებზე საჭირო რაოდენობის პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა, ხარისხის და ჰიგიენის ნორმების სრული დაცვით; 
  • ხორცპროდუქტების იერსახის, შენახვის პირობების და ვადების კონტროლი; 
  • სამუშაო სივრცეში ჰიგიენური ნორმების და წესების დაცვა, ინვენტარის მოწესრიგება და დასუფთავება; 
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით  უშუალო  ხელმძღვანელთან  მუდმივი  თანამშრომლობა, არსებული  პრობლემების  განხილვისა  და ინფორმაციის  დროული  გაცვლის  გზით. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება; 
  • ხორცპროდუქტების შენახვისა და დამუშავების სტანდარტების ცოდნა; 
  • ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის სტანდარტების ცოდნა. 
 
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:  
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;  
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;  
  • დროის მართვისა და დაგეგმვის უნარი;  
  • შრომისმოყვარეობა; 
  • სისწრაფე,ენერგიულობა; 
 
სამუშაო გრაფიკი: ყოველ მეორე დღეს, ან შეთანხმებით. 
ანაზღაურება : 1070 ლარი.  
+ ჯანმრთელობის დაზღვევა და მეცამეტე ხელფასი; 
 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე Hr@tursa.ge და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ყასაბი". 
 
კომპანიის შესახებ: 
შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.