სუპერმარკეტი თურსა აცხადებს მიღებას შემდეგ პოზიციაზე: ყასაბის დამხმარე ;
მისამართი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი #116.
ძირითადი მოვალეობები:
- შესაბამისი ხორცის პირველადი დამუშავება;
- ხორცპროდუქტების დამუშავება, დაჭრა და დახლზე განსათავსებლად მომზადება;
- დახლებზე საჭირო რაოდენობის პროდუქციის განლაგების უზრუნველყოფა, ხარისხის და ჰიგიენის ნორმების სრული დაცვით;
- ხორცპროდუქტების იერსახის, შენახვის პირობების და ვადების კონტროლი;
- სამუშაო სივრცეში ჰიგიენური ნორმების და წესების დაცვა, ინვენტარის მოწესრიგება და დასუფთავება;
- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია სამუშაო გამოცდილება;
- ხორცპროდუქტების შენახვისა და დამუშავების სტანდარტების ცოდნა;
- ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის სტანდარტების ცოდნა.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის მართვისა და დაგეგმვის უნარი;
- შრომისმოყვარეობა;
- სისწრაფე,ენერგიულობა;
სამუშაო გრაფიკი: ყოველ მეორე დღეს, ან შეთანხმებით.
ანაზღაურება : 1070 ლარი.
+ ჯანმრთელობის დაზღვევა და მეცამეტე ხელფასი;
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე Hr@tursa.ge და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ყასაბი".
კომპანიის შესახებ:
შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.