კომპანია "ინკო" აცხადებს ვაკანსიას მსუბუქი ავტომობილის მძღოლის/კურიერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კერძო და საჯარო ორგანიზაციებიდან დაზიანებული კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის (პრინტერების, კარტრიჯების, ლეპტოპების, კომპიუტერების, მონიტორების, სკანერების, UPS-ების და სხვა...) ტრანსპორტირება სერვის-ცენტრში და შეკეთების შემდგომ მათი უკან დაბრუნება.
- მოძრაობის მარშუტი, GPS ლოკაციები, შესასრულებელი დავალებები და ყველა სხვა სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ინფორმაცია მოწოდებულ იქნება კომპანიის მიერ.
- მომსახურება განხორციელდება კომპანიის კუთვნილი ავტომობილით (მარჯვენა საჭიანი, ავტომატური გადაცემათა კოლოფი), საწვავისა და ავტომობილის სხვა ხარჯებიც ანაზღაურდება კომპანიის მიერ.
- საშუალოდ ყოველდღიურად მთელი თბილისის მასშტაბით (და არა რომელიმე კონკრეტულ უბანზე) იქნება დაახლოვებით 10-12 მისამართი.
- დამატებით შესაძლებელია ადგილზე პრინტერის კარტრიჯების აღდგენის შესწავლა (საჭიროა დაახლოვებით 2-3 კვირა) და შეთავსებით მუშაობა როგორც კურიერის, ასევე ტექნიკოსის პოზიციებზე.
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 08:30-დან 17:00-მდე
ხელფასი: 1100 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გადმოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე:
info@inco.ge