ფინანსური დირექტორი

თბილისი, ფოთი სრული განაკვეთი ფოთი ტრანსტერმინალი
მივლინება: არა
განათლება: მაგისტრი ენები: რუსული, ინგლისური
TOP მენეჯმენტი: ფინანსური დირექტორი(CFO)
„ფოთი ტრანსტერმინალი“ მართავს მულტიმოდალურ საკონტეინერო ტერმინალს ქალაქ ფოთში, რომლის ძირითადი საქმიანობაც საკონტეინერო ტვირთების მიღება, დამუშავება და სხვა შესაბამისი პროცედურების წარმოებაა. სტრატეგიული მდებარეობა, უახლესი ტექნოლოგიური აღჭურვილობა და მაღალკვალიფიციური გუნდი საშუალებას გვაძლევს, დიდი წვლილი შევიტანოთ ტრანსკასპიური საერთაშორისო მარშრუტების გაძლიერებასა და მულტიმოდალური გადაზიდვებისა და ოპერაციების ეფექტურობის ამაღლებაში.

ვაკანსიის აღწერა:
პოზიცია: ფინანსური დირექტორი
ადგილმდებარეობა: ფოთი ან თბილისი (თბილისის შემთხვევაში, ტერმინალის გახსნისთვის გრძელვადიანი ან ხშირი მივლინება ფოთში, შემდეგ მივლინებები საჭიროებისამებრ).
სამუშაო საათები: სტანდარტული, სრული განაკვეთი (I-V 9:00-18:00)
შრომითი ანაზღაურება: ხელზე ასაღები 6 000 ლარიდან კვალიფიკაციისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

„ფოთი ტრანსტერმინალი“ თანამშრომლებს სთავაზობს საინტერესო და სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მუდმივი განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებსაც იდეალური კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს:
  • მაგისტრის ხარისხი ფინანსებში/ბუღალტერიაში, ეკონომიკაში ან დაკავშირებულ სფეროში;
  • სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება ფინანსური დირექტორის და 5 წლიანი გამოცდილება აუდიტორული მომსახურების მიმართულებით;
  • სასურველია საერთაშორისო ჰოლდინგური ტიპის კომპანიებში მუშაობის გამოცდილება;
  • სრული ან ნაწილობრივი სერთიფიკატები, როგორებიცაა: CFA / ACCA / CPA;
  • რთული ფინანსური ოპერაციების მართვის გამოცდილება;
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილად ცოდნა;
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • უპირატესობა მიენიჭება სატრანსპორტო ლოგისტიკის სფეროს სპეციფიკის ცოდნას;
  • MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა (როგორც ვერბალური, ასაევე წერითი უნარების მაღალი დონე);
  • რუსული ენის სულ მცირე საშუალო დონეზე ფლობა;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული და ორგანიზაციული უნარ-ჩვევები:
  • ძლიერი ანალიტიკური უნარი;
  • მაღალი სამუშაო ეთიკა;
  • პრიორიტეტების სწორად განაწილების შესაძლებლობა და „მულტითასქინგის“ უნარი;
  • შესანიშნავი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი, რეპორტინგის კარგი უნარები;
  • კრიტიკული აზროვნება;
  • პრეზენტირებისა და მოლაპარაკებების წარმოების ძლიერი უნარები;
  • საქმის დელეგირებისა და სუპერვიზირების უნარები;
  • დროის მენეჯმენტი: სამუშაო დროის ეფექტური დაგეგმვა და მართვა;
  • ,,დედლაინების“ დაცვის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები, რომლებსაც ამ პოზიციაზე დასაქმებულ თანამშრომელი შესარულებს:
  • ტერმინალის ფინანსური მდგომარეობის ანალიზი და პროგნოზირება;
  • ფინანსური გეგმების შემუშავება და მათი შესრულების კონტროლი;
  • ტერმინალის ფინანსური რესურსების მართვა;
  • ტერმინალის მომგებიანობის მიზნებთან შესაბამისი ფინანსური სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება;
  • ინვესტიციების შეფასება და მათი განხორციელების კონტროლი;
  • ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა;
  • ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და მათი მინიმიზაციის გზების მოძებნა;
  • ფინანსური დაგეგმვის, ბიუჯეტირებისა და პროგნოზირების პროცესების მართვა;
  • ანგარიშების მომზადება კომპანიაში შიდა პროცედურებისა და ნორმატივების მიხედვით და სხვ.

შერჩევის ეტაპები მოიცავს:
  • CV-ების საფუძველზე კანდიდატების მოკლე სიის შედგენას;
  • გაცნობითი ხასიათის შეხვედრას (შესაძლოა ONLINE ან ადგილზე);
  • გასაუბრება მმართველ ორგანოსთან, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს პრაქტიკულ დავალებასაც (ამის შესახებ წინასწარ გეცნობებათ).

როგორ მოგვმართოთ:
თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით, ასევე თუ ქ. თბილისის შემთხვევაში გაქვთ ხშირი მივლინებების შესაძლებლობა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@ptt.ge

მნიშვნელოვანია, რომ განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითო ვაკანტური პოზიციის დასახელება.
განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 22 თებერვალი.

სს „ფოთი ტრანსტერმინალის“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები.
გისურვებთ წარმატებას!