ტრენერი

თბილისი სრული განაკვეთი ლუკა პოლარე
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
მეცნიერება/განათლება: ტრენერი
"ლუკა პოლარე" აცხადებს ვაკანსიას ტრენერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპეტენციის ფარგლებში სასწავლო/სატრენინგო მოდულების შექმნა და მუდმივ განახლებაზე ზრუნვა;
  • კომპანიის არსებული/ახალი თანამშრომლებისთვის პროფესიული , განმავითარებელი ტრენინგების ჩატარება (პროდუქტი,პროცედურა, პროგრამული უზრუნველყოფა, პრაქტიკა)
  • შესაბამისი სასწავლო/სატრენინგო მასალების მომზადება ან/და მომზადების პროცესის მხარდაჭერა;
  • თანამშრომლებისთვის პერიოდული ტესტირების ორგანიზება (ტესტური დავალებების შემუშავება და შედეგების შეფასება);
  • ონლაინ სასწავლო კურსების მომზადების პროცესში ჩართულობა - პროგრამის დიზაინსა თუ სხვა საორგანიზაციო აქტივობებში თანამონაწილეობა;
  • ტრენინგების შედეგების შეფასების უზრუნველყოფა, მიღებული უკავშირის ანალიზი, შესაბამისი ანგარიშების მომზადება და ცვლილებების ინიცირება;
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური/რუსული ენის ცოდნა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ განაცხადი გამოგზავნოთ hr@lucapolare.com -ზე და სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.
კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას !