საცალო ქსელის განვითარების ხელმძღვანელი
თარიღები: 22 იან - 20 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენები: ინგლისური რუსული
TOP მენეჯმენტი:  ფილიალების მართვა
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: hr@citadeli.com
კომპანია "ციტადელი" აცხადებს ვაკანსიას საცალო ქსელის განვითარების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.
კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal" და სხვა.
კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და გამოირჩევა პერსპექტიული საკადრო რესურსის დასაქმებითა და განვითარების ხელშეწყობით.
კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.citadeli.com

ძირითადი მოვალეობები:
  • მაღაზიათა  ქსელის განვითარების შესაძლებლობების იდენტიფიცირება და განვითარების  შემდგომი სამუშაო პროცესის დაგეგმვა;
  • ქსელში  არსებული სტანდარტების დახვეწის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და მათი დანერგვის პროცესის ორგანიზება;
  • მაღაზიების  გამართული ოპერაციული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ფილიალებში მუდმივი ვიზიტი მიმდინარე პროცესების ადგილზე გაცნობის მიზნით და ძირითადი პრინციპების დაცვის მონიტორინგი;
  • ახალი თანამშრომლების შერჩევაში მონაწილეობა, მათი გადანაწილება სტაჟირების პერიოდში და შემდგომში მათი რესურსების მართვა;
  • საჭიროების შემთხვევაში, ობიექტებზე თანამშრომლებისთვის პრაქტიკული ცოდნის გადაცემა
  • ახალი მაღაზიების გახსნის კოორდინაცია;
  • ობიექტის გარშემო კონკურენტული გარემოს შესახებ ინფორმაციის ფლობა / გაყიდვების პოტენციალის ზრდის მუდმივი მონიტორინგი;
  • გაყიდვების ზრდის ხელისშემშლელი ფაქტორების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის მიმართულებით ხელმძღვანელთან ერთად მუშაობა;
  • ფილიალების შეუფერხებელ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა საოპერაციო  საკითხების მოგვარება;
  • ფრენჩაიზინგული მაღაზიების მართვა და განვითარება;

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის (მინიმუმ 2 წლიანი) გამოცდილება;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • აუცილებელია უცხო ენების (რუსული/ინგლისური) ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
  • გუნდის მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება. გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.           

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!