"პარადისი ჯგუფი" 15 წელზე მეტია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ოფიციალურ ბრენდებს: New Balance / EA7 Emporio Armani / Peak/ IcePeak / Luhta / Colmar და სხვა. კომპანია წარმოდგენილია 6 მაღაზიით თბილისში, ასევე, ონლაინ მაღაზიით - www.paradisi.ge.
"პარადისი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის ხელმძღვანელის პოზიციაზე
ეს პოზიცია მოითხოვს შემოქმედებითი ხედვის, ანალიტიკური გონების და ლიდერობის უნარების ერთობლიობას.
ფუნქციები და მოვალეობები:
- მარკეტინგული გეგმების, სტრატეგიებისა და სარეკლამო პროგრამების შემუშავება და განხორციელება გაყიდვების განსახორციელებლად.
- გაყიდვების მონაცემების ანალიზი და ბრენდების მიერ ნიშნულების კონტროლი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.
- ბაზრის კვლევის ორგანიზება.
- სოციალური მედიისა და ციფრული მარკეტინგის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
- სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიების ეფექტიანობის შესწავლა, ანალიზის გაკეთება;
- რეპორტების წარმოება;
- რეპორტინგის სრულყოფილებისთვის საჭირო პროგრამული-ტექნიკური დავალებების ინიცირება.
- წლიური მარკეტინგული გეგმის და ბიუჯეტის შემუშავებამა.
- სოციალური კამპანიების ინიცირება კომპანიის პოზიტიური,კუთხით წარმოჩენისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით
- მარკეტინგის გუნდის დელეგირება მართვა და მენეჯმენტი.
- მარკეტინგული კომუნიკაციის არხების განსაზღვრა განვითარება (მჭიდრო ოფერების წამოღება და მუდმივი კომუნიკაცია პარტნიორებთან.
- ფოტო/ვიდეო გადაღების დაგეგმვა/კონტროლი. ხარჯთაღრიცხვა.
- მარკეტინგული ბიუჯეტის ოპტიმიზაცია და მართვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word);
- ინგლუსური ენის ცოდნა.
- თანამედროვე ტექნოლოგიების ცოდნა
- ADS manager, Illustrator,Corel.
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- კრეატიულობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
კანდიდატთა შერჩევა: გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: tbukia@paradisi.ge სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "მარკეტინგის ხელმძღვანელი“ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას.