შპს თაბორი რიზორთსი - საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მწვანე საფარის მომვლელი
სამუშაო ადგილი: თბილისი, შინდისის გზა, თაბორის ტერიტორია
განაკვეთი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- გოლფის მოედნის სათამაშოდ მომზადება
- მომიჯნავე ტერიტორიების მოვლა-პატრონობა: ხის ზედმეტი ტოტების მოჭრა, დაზიანებული ტერიტორიების შეკეთება, მოედნის ნიშნულების შეცვლა, მოედნის მორწყვა და საჭირო სასუქის / ქიმიკატების ტერიტორიაზე შეტანა
- საირიგაციო სისტემების აპარატურისა და აღჭურვილობის მოვლა-პატრონობა
- ტერიტორიის მავნებლებისაგან დაცვის ღონისძიებების გატარება და კონტროლი
- წინასწარ გაწერილი გრაფიკით ტერიტორიის მოვლა
- ნიადაგის ან რაიმე ინერტული მასალისაგან წარმოქმნილი ბორცვების გაშლა
- ტვირთის გადაადგილება
- კვალიფიკაციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა ტექნიკური სამუშაოების შესრულება
- უსაფრთხოების ნორმების დაცვა
საჭირო კვალიფიკაცია & უნარები:
- პროფესიული ან აკადემიური განათლება
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
- ქიმიკატების და სასუქების გამოყენების ცოდნა;
- საირიგაციო სისტემებში სამუშაო გამოცდილება
- ქართული ენის ცოდნა; რადგანაც გოლფის მოედნის ტექნიკური მენეჯერი ექსპატია, ინსტრუქციების გასაგებად სასურველია ინგლისურ ენაზე საუბარი.
- სასურველია კომპიუტერული პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV hr@gtdf.ge არა უგვიანეს 2025 წლის 22 თებერვლისა.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.