კოორდინატორი

თბილისი სრული განაკვეთი PB Property
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: უძრავი ქონება
კომპანია "PB Property" აცხადებს ვაკანსიას კოორდინატორის პოზიციაზე  უძრავი ქონების სფეროში.

ვებ-გვერდი : https://pbproperty.ge/
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი  10:00 - 18:00 საათამდე
ანაზღაურება: ფიქსირებული (შეთანხმებით , კვალიფიკაციის შესაბამისად )
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე , ფალიაშვილის ქუჩა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • უძრავი ქონების სამუშაო ბაზის შექმნა/გაზრდა/ფორმირება;
  • კლიენტების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გაქირავების მართვა ;
  • დამქირავებელთან მოლაპარაკების წარმოება და მისი საჭიროებების უზრუნველყოფა;
  • მიმდინარე სარემონტო პროექტების მონიტორინგი (შუამავლობა დამქირავებელსა და ბრიგადირს შორის);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა ;
  • სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (აუცილებელი);
  • სავალდებულოა B კატეგორიის მართვის მოწმობა (პირადი ავტომობილის ყოლა ჩაითვლება უპირატესობად);
  • უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
  • დროის ეფექტურად  მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

ზოგადი უნარ-ჩვევები:
  • გამართული მეტყველების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • შრომისმოყვარეობა;
  • გუნდურად მუშაობის  უნარი;

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში ,  გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მითითებულ ელფოსტაზე : gvantsa@pbservices.ge , სათაურის ველში მიუთითეთ პოზიცია.
გისურვებთ წარმატებებს!