ოფისის მენეჯერი
თარიღები: 21 იან - 19 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ადმინისტრაცია:  ოფისის მენეჯმენტი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: HR@CTH.GE
სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი" - CTH აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

 კომპანია 2010 წლიდან წარმოადგენს ტურისტულ ჰოლდინგს და მუშაობს როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. მასში გაერთიანებულია, თავის სფეროში, ბაზარზე ლიდერი კომპანიები: GASA- რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი კომპანიების, როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia. GDM კი შემომყვანი ტურიზმითაა დაკავებული, პარტნიორები ჰყავს „გალფი“-სა და „დე სე თე“-ს ქვეყნებში და მუშაობს ბ2ბ მიმართულებით.

ჰოლდინგი აერთიანებს ორასამდე თანამშრომელს და ფილიალები აქვს ქალაქ თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.

ფუნქცია - მოვალეობები:
  • სტუმრების მიღება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის პირთან გადამისამართება;
  • შეხვედრების ორგანიზება;
  • საოფისე მარაგების მონიტორინგი/შეძენის უზრუნველყოფა;
  • ინტერნეტ და სატელეფონო პროვაიდერებთან კომუნიკაცია;
  • კომპანიის მეილის/ ცხელი ხაზის მართვა; შემოსული ინფორმაციის შესაბამის პირთან გადამისამართება.
  • კომპანიის კორესპონდენციის მართვა; მიღება/გაგზავნა;
  • სამეურნეო ხარჯების კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება გამოცდიელბა;
  • ეფექტური კომუმუნიკაციის უნარი;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • დროის მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლიანობა და ოპერატიულობა;
  • პუნქტუალურობა;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; 10:00-დან - 18:00- საათამდე.
ლოკაცია: გიორგი ქუჩიშვილი ქ. N 11.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, რეზიუმე გაგვიზიაროთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@CTH.GE
აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას !