ხარისხის სამსახურის სპეციალისტი
თარიღები: 05 თებ - 19 თებ
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
წარმოება/ოპერაციები:  ხარისხის კონტროლი
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: vacancy@jerarsi.ge
სს ,,ჯერარსი” აცხადებს ვაკანსიას ,,ხარისხის სამსახურის სპეციალისტის“ პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კლინიკა სს ,,ჯერარსი" (მუხიანის ქ., 2ა);
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 2 დღე (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, შეთანხმებით), 09:00-დან 18:00-მდე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
კლინიკის სანებართვო მოთხოვნების დაცვის კოორდინაცია:
  • სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაცვის მონიტორინგი;
  • შესაბამისი კანონმდებლობის, მათ შორის N385 დადგენილებისა და სხვა აქტების მოთხოვნების სისტემატური განხილვა და ანალიზი, მათში განხორციელებული ცვლილებების მუდმივი აღრიცხვა.
სანებართვო მოთხოვნების შესრულება:
  • ზემოხსენებული დადგენილებებისა და კანონების ფარგლებში საჭირო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ქმედებების ინიცირება, დაგეგმვა და მონიტორინგი.
დოკუმენტაციის მართვა:
  • სანებართვო მოთხოვნებთან დაკავშირებული სავალდებულო დოკუმენტაციის/ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და მონიტორინგი;
  • დოკუმენტაციის/ინფორმაციის რეესტრის წარმოება და შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან თანამშრომლობა.
სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერა:
  • სამედიცინო პერსონალის მოთხოვნების (ვაქცინაცია, საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა, ტრენინგების გავლა, კრედიტ ქულების რეესტრის წარმოება) სისტემატური მონიტორინგი და კომუნიკაცია პერსონალთან.
  • საერთაშორისო აკრედიტაციის, სერთიფიცირების ვალდებულებები:
  • კლინიკის საერთაშორისო აკრედიტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგი;
  • კლინიკის ISO სტანდარტების დაცვის მონიტორინგი;
  • ყველა საჭირო სამართლებრივი და ადმინისტრაციული მოთხოვნის შესრულების პროცესის კოორდინაცია და შესრულების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ზოგადი უნარები:
  • უპირატესობა მიენიჭება სამედიცინო განათლების მქონე კანდიდატს;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სამედიცინო კანონმდებლობის, სანებართვო და აკრედიტაციის მოთხოვნების ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი, დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულება და კომუნიკაციის უნარები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელ-ფოსტაზე: vacancy@jerarsi.ge  და მიუთითეთ პოზიციის დასახელება „ხარისხის სამსახურის სპეციალისტი (სანებართვო მოთხოვნების კოორდინატორი)“
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, ერთი წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.