ა (ა)იპ "ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას დღის და მორიგე ექთნის პოზიციაზე.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი წარმოადგენს ევროპის უნივერსიტეტისსაუნივერსიტეტო ჰოსპიტალს. ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი დაფუძნდა 1996 წლის 16 სექტემბერს როგორც ბავშვთა კარდიოლოგიის და გულის თანდაყოლილი მანკების სადიაგნოსტიკო და სამკურნალო დაწესებულება.
დასახელება: დღის/მორიგე ექთანი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ჟვანიას ქ.17
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით
ფუნქცია-მოვალეობები:
- ექთნის დანიშნულებისა და კვლევების ზუსტი და დროული შესრულება;
- პაციენტის ზოგადი მდგომარეობის მონიტორინგი და საჭირო მანიპულაციების /პროცედურების ჩატარება;
- შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
- პაციენტის მოვლა, ჰიგიენური ღონისძიებების გატარება;
- ექთნის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მიმდინარე/დასრულებული სამედიცინო პროფესიული განათლება (კოლეჯი ან უმაღლესი);
- სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტის ცნობა;
- სასურველია სტაციონარულ განყოფილებაში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
- ორგანიზებულობა და სისხარტე;
- კეთილსინდისიერება;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე: vacancy@joann.ge გთხოვთ, სათაურისს ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ა(ა)იპ „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. აღნიშნული მიზნით, მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.
პერსონალური ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.