რეგისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
სამედიცინო: რეგისტრატურა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის პოზიციაზე.

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი წარმოადგენს ევროპის უნივერსიტეტისსაუნივერსიტეტო ჰოსპიტალს. ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი დაფუძნდა 1996 წლის 16 სექტემბერს როგორც ბავშვთა კარდიოლოგიის და გულის თანდაყოლილი მანკების სადიაგნოსტიკო და სამკურნალო დაწესებულება.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ჟვანიას 17.

ძირითადი მოვალეობები:
  • ჰოსპიტალში შემოსული პაციენტის მიღება, პროგრამაში და  ჯანდაცვის პორტალზე რეგისტრირება.
  • შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება, პაციენტის ბარათის გახსნა და რედაქტირება ინფორმაციის შევსება წინასწარ განსაზღვრული წესის შესაბამისად;
  • მომსახურების პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური და სხვა ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და რეაგირება;
  • სამედიცინო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და გადახდების უზრუნველყოფა.
  • სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობები უშუალო ხელმძღვანელისა და ჰოსპიტლის მენეჯერის მითითებების შესაბამისად.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
  • MS Office - სამომხმარებლო დონეზე;
  • ინგლისური ან რუსული ენა - B1 დონეზე;
  • სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრირების ზოგადი პრინციპების ცოდნა;
  • საყოველთაო ჯანდაცვის პორტალთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გამართული კომუნიკაციის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე: vacancy@joann.ge გთხოვთ, სათაურისს ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

რეზიუმეს   გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ა(ა)იპ „ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის“ მიერ  საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. აღნიშნული მიზნით, მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.
პერსონალური ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.