თბილისის თავისუფალი აკადემია აცხადებს ღია კონკურსს სასწავლო პროცესის კორდინატორის თანამდებობის დასაკავებლად.
სამუშაო განაკვეთი: სრული
საშტატო რაოდენობა: 1.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- განათლება: უმაღლესი
- გამოცდილება: სასურველია საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობის გამოცდილება;
ცოდნა:
- სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა;
- უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი;
- ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების ცოდნა.
სასწავლო პროცესის კოორდინატორის ფუნქცია:
- უშუალოდ ურთიერთობს სტუდენტებთან, ახდენს სტუდენტებისა და ლექტორების ტექნიკურ საკითხებზე დახმარებასა და უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვას;
- სკოლის დეკანთან კოორდინაციით ახორციელებს სტუდენტების სემესტრული რეგისტრაციისა და ხელშეკრულების გაფორმების პროცესში სტუდენტების დახმარებას და კომპეტენციის ფარგლებში კონსულტირებას;
- ახორციელებს სტუდენტებისათვის განკუთვნილი სხვადასხვა სახის ინფორმაციისა და საუნივერსიტეტო რეგულაციების შესახებ სიახლეების სტუდენტებისათვის მიწოდებას და პრაქტიკაში გატარების ხელშეწყობას;
- აწარმოებს სასწავლო პროცესის განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამის სილაბუსების ელექტორნულ სისტემაში დროულად ატვირთვის მონიტორინგს;
- თვალყურს ადევნებს სტუდენტთა დასწრების ელექტრონული ბაზის წარმოებას;
- აკვალიანებს სტუდენტებს საჭირო დოკუმენტების მიღებაზე;
- ახორცილებს ლექტორების მხრიდან ნიშნების ბაზაში დროულად შეყვანის მონიტორინგს;
- ახორცილებს სკოლის სასწავლო პროგრამის ფარგლებში კომისიური სხდომების ორგანიზებასა და დაოქმებას;
- ახორციელებს დასწრებას შუალედურ და დასკვნით გამოცდებზე;
- აწარმოებს მონიტორინგს სტუდენტის მიერ შუალედურ და დასკვნით გამოცდაზე მიღებული შეფასების შეტანასთან დაკავშირებით სტუდენტურ ბაზაში;
- კოორდინირებას უწევს სტუდენტების მიერ გაცდენილი შუალედური და დასკვნითი გამოცდების აღდგენის პროცესს;
- მონაწილეობს პირველკურსელთა ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება/შეგროვება/დახარისხების პროცესში;
- უზრუნველყოფს გამოცდების ორგანიზებას და სტუდენტთა მოსწრების მონიტორინგს;
- ახორციელებს ლექტორების მონიტორინგს (ლექტორის მიერ სასწავლო კვირაში ფაქტობრივად ჩატარებული საათობრივი დატვირთვის ასახვა);
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
- ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ფოტოსურათი.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა; მეორე ეტაპი - გასაუბრება.
დოკუმენტების წარმოდგენის ვადა: 2025 წლის 21 იანვრიდან 2025 წლის 21 თებერვლის ჩათვლით.
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ აკადემიაში ან გადმოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@freeacademy.edu.ge
საკონტაქტო რეკვიზიტები: თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46. ტელ: 2 36 91 60