ეროვნული საგანმანათლებლო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის თანაშემწის თანამდებობის დასაკავებლად.
სამუშაო განაკვეთი: სრული
საშტატო რაოდენობა: 1.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება: უმაღლესი
გამოცდილება: სასურველია საგანმანათლებლო სივრცეში მუშაობის გამოცდილება.
ცოდნა:
- სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
- ერთ - ერთი უცხოური ენის ცოდნა (სასურველია);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
- საერთაშორისო საბიბლიოთეკო სისტემის ცოდნა;
შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
- უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი;
- ავტორიზიციისა და აკრედიტაციის სტანდარტები.
აკადემიის ბიბლიოთეკის ძირითადი ფუნქციებია:
- საბიბლიოთეკო ფონდების ორგანიზება, სისტემატური შევსება უახლესი ან ახალი გამოცემებით მათი დაცვა და მკითხველთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
- მონაცემთა ბაზების შექმნა;
- საბიბლიოთეკო დარგში ინოვაციური პროცესების დანერგვის ხელშეწყობა;
- საბიბლიოთეკო საქმიანობის კოორდინაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- ზრუნვა საბიბლიოთეკო კადრების კვალიფიკაციის ამაღლებისათვის.
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
- ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე;
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ფოტოსურათი.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა; მეორე ეტაპი - გასაუბრება.
დოკუმენტების წარმოდგენის ვადა: 2025 წლის 21 იანვრიდან 2025 წლის 21 თებერვლის ჩათვლით,
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ აკადემიაში ან გადმოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@freeacademy.edu.ge
საკონტაქტო რეკვიზიტები: თბილისი, ჯურხა ნადირაძის ქ. N46. ტელ: +995322 36 91 60